| რისი გაკეთება შეიძლება Magtifix-ის მოდემისგან |
თარიღი : 2009-11-10 23:58:41 ბოლო განახლება : 2009-11-12 05:06:47 ავტორი : რეზო იმნაძე |
იყო Maxtifix და გახდა პატარა ფანარი. რატომ ეს მოწყობილობა მაინცდამაინც? იმიტომ, რომ სახლში მაინც არაფერს აკეთებდა მას მერე, რაც ინტერნეტ მომწოდებლად ვეღარ ვიყენებ (ალბათ მოგეხსენებათ). მართალია ბევრისთვის ოჯახი ხრამია, მაგრამ ჩემს ერთოთახიანში ხრამი არ ეტევა.
მოკლედ დავიწყეთ ოპერაცია.
რა გვჭირდება: 1. სახრახნისი 2. სარჩილავი თავის აღჭურვილობით 3. ბრტყელტუჩა 4. Magtifix-ის მოდემი 5. დაფა ფანრისთვის 6. ღილაკები
პირველ რიგში უნდა გავხსნათ Magtifix. შიგნით უამრავი საინტერესო რამეა. ერთი GSM მოდემი და ეკრანი, ანტენა, კლავიატურა, 1500 mA აკუმულატორები 3 ცალი და კიდე კვების სამართავი დაფა(როგორც მე დავადგინე). აქედან ეკრანი თავის პროცესორით არ გამოგვადგება, მანდ ძალიან რთულადაა საქმე. ციფრულად იმართება. ყველაზე მომხბვლელი კია, მაგრამ დრო არ დაკარგოთ.
ვიღებთ კლავიატურის დაფას და სარჩილავით ვაცლით საყვარელ შუქდიოდს, სტაფილოსფრად რომ ანათებდა თავის დროზე და თურმე მწვანე რომ ყოფილა. ვამაგრებთ ფანრის დაფაში. მე კი ტელევიზორის სამართავი ნაწილი ავიღე ამისთვის, მაგრამ თქვენ რას გამოიყენებთ, ფანტაზიის საქმეა.
შევკრავთ წრედს, დავაკრავთ დაფაზე აკუმულატორებს, ავაძრობთ მოდემს წინაღობებს და რამდენიმე დონის განათებასაც გავაკეთებთ. მართალია, წინაღობა ძალიან მაღალი გამოდგა, მაგრამ არაუშავს, ეფექტი აქვს. მე კიდე ტესტერის გარეშე "ვმუშაობ", წინსაწარ ვერ გავთვალე.
ესეც ასე. მრავალჯერადი "დასკოჩვის" შედეგად მივიღეთ უნიკალური ფანარი.
გამოცდა: ვაქრობთ შუქს (რათქმაუნდა თუ ღამეა), ვაჭერთ ღილაკს და ჰოი საოცრებავ! ვერაფერსაც ვერ ხედავ. ისიც არ გამოვიდა ხეირიანი.
P.S. თუ უსაქმური არ ხართ, ტყუილად დრო არ დაკარგოთ.
გამოყენებული ლიტერატურა: ჩემი თავი. |
|